Monday, December 24, 2012

მზე

მზე მზის სისტემის ერთადერთი ვარსკვლავია. მისი უზარმაზარი მასა (დედამიწაზე 332 900-ჯერ მძიმე) ბირთვში წარმოქმნის ისეთ უზარმაზარ ტემპერატურასა და სიმკვრივეს, რომ ხელს უწყობს ბირთვული სინთეზის გაღვივებას, სინთეზისა, რომელიც უზარმაზარი ენერგიის წყაროა. მზე თავის ენერგიას, ძირითადად, ელექტრომაგნიტური სპექტრის 400-700 ნანომეტრი ტალღის სიგრძეში ასხივებს. ეს ელ.მაგნიტური სპექტრის ის დიაპაზონია, რომელსაც ჩვენი თვალი აღიქვამს - ხილული სინათლე.
ჩვენი მზე G2 ტიპის ყვითელ ჯუჯა ვარსკვლავად არის კლასიფიცირებული, მაგრამ ეს სახელი (ჯუჯა) ძალზეც დამაბნეველია, რადგან ჩვენს გალაქტიკაში არსებული ვარსკვლავების უმრავლესობასთან შედარებით, ჩვენი დედავარსკვლავი გაცილებით დიდი და კაშკაშაა. ვარსკვლავები ჰერცშპრუნგ-რასელის დიაგრამის მიხედვითაა კლასიფიცირებულია. ეს დიაგრამა ვარსკვლავებს სიკაშკაშითა და ზედაპირის ტემპერატურით ყოფს. ზოგადად, ვარსკვლავი რაც უფრო ცხელია, მით უფრო კაშკაშაა. თუმცა, მზეზე დიდი და კაშკაშა ვარსკვლავები ძალიან იშვიათია ხოლო უფრო მკრთალი და გრილი ვარსკვლავები, რომელთაც წითელი ჯუჯები ეწოდებათ, უფრო გავრცელებულია სამყაროში და გალაქტიკის ვარსკვლავების 85%-ს შეადგენენ.
მტკიცებულების მიხედვით, მზის პოციზია მთავარ მიმდევრობაზე მას ე.წ. "სიცოცხლის აყვავებად" ვარსკვლავად აქცევს. მის ბირთვში ჯერ წყალბადის საწვავი არ ამოწურულა, რითაც თერმობირთვული რეაქციები ხდება და მზე ანათებს. მზე უფრო კაშკაშა ხდება. მის ისტორიას თუ გადავავლებთ თვალს, ის დღევანდელი სიკაშკაშის მხოლო 70%-ს აღწევდა.
მზე I დასახლების (ან მეტალით მდიდარი) ვარსკვლავია. ის სამყაროს ევოლუციის შედარებით დაგვიანებულ ეტაპზე გაჩნდა. ამგვარად, ის შედარებით ბევრ მძიმე ელემენტს შეიცავს (ვიდრე ჰელიუმი და წყალბადი. ასტრონომიაში წყალბადზე და ჰელიუმზე მძიმე ელემენტებს "მეტალებს" უწოდებენ), ვიდრე უფრო ბებერი II დასახლების (მცირე მეტალიანი) ვარსკვლავები. წყალბადზე და ჰელიმზე მძიმე ელემენტები (ანუ "მეტალები") უძველესი და აფეთქებადი (ზეახალი) ვარსკვლავების ბირთვში წარმოიქმნენ, ამიტომ ვარსკვლავების პირველი თაობა ვალდებული იყო დაღუპულიყო, სანამ სამყარო ასეთი ატომებით გამდიდრდებოდა. უძველესი ვარსკვლავები ძალიან მცირე მეტალებს შეიცავენ, ხოლო ვარსკვლავები, რომლებიც უფრო მოგვიანებით დაიბადნენ - მეტს. მეცნიერებს სჯერათ, რომ სწორედ მეტალების ასეთმა დონემ ითამაშა გადამწყვეტი როლი მზის პლანეტარული სისტემის ფორმირებისთვის, რადგან პლანეტბი "მეტალების" შეხორცებისგან ფორმირდებიან.

No comments:

Post a Comment