Tuesday, December 25, 2012

პლანეტათაშორისი სივრცე

მზე სინათლესთან ერთად დამუხტული ნაწილაკების განუწყვეტელ ნაკადს (პლაზმა) ასხივებს. მას მზიური ქარი ეწოდება. ეს ნაწილაკების ნაკადი მზიდან დაახლოებით 1,5 მილიონი კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს, რის შედეგადაც ქმნის გათხელებულ ატმოსფეროს (ჰელიოსფეროს), რომელიც მზის სისტემიდან დაახლოებით 100 ა.ე.-მდე აღწევს. ამას პლანეტათაშორისი სივრცე ეწოდება. აქტოვობები მზის ზედაპირზე, როგორიცაა მზიური ამოფრქვევები და კორონალური მასის გამოტყორცნა, ჰელიოსფეროს "აწუხებს," რის შედეგადაც კოსმოსური ამინდი წარმოიქმნება, ეს უკანასკნელი კი გეომაგნიტურ შტორმებს იწვევს. ჰელიოსფეროში უდიდესი სტრუქტურა არის ე.წ. ჰელიოსფერული ნაკადის ფენა. ის სპირალური ფორმისაა, რომელიც წარმოიქმნა მზის მბრუნავი მაგნიტური ველის აქტივობებით, რომელიც პლანეტათაშორის სივრცეზე მოქმედებდა.
დედამიწის მაგნიტური ველი ატმოსფეროს მზიური ქარებისგან იცავს, რომელსაც ძალუძს მისი წართმევა. ვენერას და მარსს მაგნიტური ველები არ აქვთ, რის შედეგადაც მზიური ქარები მათ ატმოსფეროს თანდათანობით კოსმოსში ფანტავს. კორონალური მასის გამოტყროცნებსა და მსგავს მოვლენებს მაგნიტური ველი და მატერიის უზარმაზარი რაოდენობა მოაქვს. ამ მაგნიტური ველისა და მატერიის ურთიერთქმედება დედამიწის მაგნიტურ ველთან იწვევს დამუხტული ნაწილაკების შეჭრას დედამიწის ზედა ატმოსფეროში, სადაც მისი ურთიერთქმედებები წარმოქმნიან ნათებებს მაგნიტური პოლუსებთან ახლოს (ჩრდილოეთის და სამხრეთის ციალი).
კოსმოსური სხივები მზის სისტემის გარეთ წარმოიქმნებიან. ჰელიოსფერო მზის სისტემას მათგან ნაწილობრივ იცავს. პლანეტარული მაგნიტური ველებიც (რომელ პლანეტებსაც აქვთ) მცირედ იცავენ. კოსმოსური სხივების სიმკვრივე ვარსკვლავთშორის სივრცეში და მზის მაგნიტური ველის სიგრძე ძალიან დიდ დროში იცვლება, აქედან გამომდინარე კოსმოსური რადიაციაციაც ცვალებადია მზის სისტემაში.
პლანეტათაშორისი სივრცე, სულ ცოტა, ორი კოსმოსური მტვრის დისკოს მსგავსი რეგიონის სახლია. პირველი არის ზოდიქური მტვრის ღრუბელი, რომელიც შიდა მზის სისტემაში მდებარეობს და იწვევს ზოდიქურ ნათებას. ის შესაძლებელია წარმოიქმნა ასტეროიდული სარტყლის შეჯახებების შედეგად, რაც პლანეტებთან ურთიერთქმედებითაა გამოწვეული. მეორე რეგიონი 10-დან 40 ა.ე.-მდე ვრცელდება და ისიც ალბათ მსგავსი შეჯახებების შედეგად წარმოიქმნა, ოღონდ ასტეროიდული სარტყლის მაგივრად კოიპერის სარტყელი იყო.

No comments:

Post a Comment