Tuesday, December 25, 2012

ასტეროიდული სარტყელი

ასტეროიდები მზის სისტემის პატარა სხეულები არიან, რომლებიც, ძირითადად, ცეცხლგამძლე ქვისა და ლითონური მინერალებისგან შედგებინ. მათ შედგენილობაში მცირე ყინულიც შედის.
ასტეროიდული სარტყლის ორბიტა მარსსა და იუპიტერს შორისაა, რომელიც მზიდან 2,3-დან 3,3 ასტრონომიული ერთეულითაა დაშორებული. მეცნიერთა ვარაუდით, ასტეროიდული სარტყელი იმ ნარჩენებისგან შედგება, რომლებიც მზის სისტემის ფორმირებისას ერთმანეთთან შეზრდა ვერ მოახერხეს იუპიტერის გრავიტაციული გავლენის გამო.
ასტეროიდების ზომა ასეული კილომეტრიდან მიკროსკოპულ ზომებამდე იცვლება. ყველა ასტროიდი, გარდა უდიდესი ცერერასი, კლასიფიცირებულია, როგორც მზის სისტემის პატარა სხეულები. თუმცა, ზოგი ასტეროიდი, როგორიცაა ვესტა და ჰიგეა შესაძლებელია ჯუჯა პლანეტებად იქნენ კლასიფიცირებულნი, თუ მათ მიაღწიეს ჰიდროსტატიკურ წონასწორობას.
ასტეროიდული სარტყელი ათი ათასობით, შესაძლებელია მილიონობითაც, ობიექტს შეიცავს, რომლებიც ერთ კილომეტრამდეა დიამეტრში. მიუხედავა ამისა, ამ სარტყლის მთლიანი მასა საეჭვოა, რომ დედამიწის მასის 1/1000-ზე მეტი იყოს. ასტეროიდული სარტყელი გაიშვიათებული დასახლებაა, რადგან კოსმოსური ზონდი ჩვეულებრივად მიფრინავს, ისე, რომ არაფერს დაეჯახოს. ასტეროიდები, რომელთა დიამეტრი 10-დან 10-4მმ-მდეა, მეტეორიდები ეწოდება

პლანეტათაშორისი სივრცე

მზე სინათლესთან ერთად დამუხტული ნაწილაკების განუწყვეტელ ნაკადს (პლაზმა) ასხივებს. მას მზიური ქარი ეწოდება. ეს ნაწილაკების ნაკადი მზიდან დაახლოებით 1,5 მილიონი კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს, რის შედეგადაც ქმნის გათხელებულ ატმოსფეროს (ჰელიოსფეროს), რომელიც მზის სისტემიდან დაახლოებით 100 ა.ე.-მდე აღწევს. ამას პლანეტათაშორისი სივრცე ეწოდება. აქტოვობები მზის ზედაპირზე, როგორიცაა მზიური ამოფრქვევები და კორონალური მასის გამოტყორცნა, ჰელიოსფეროს "აწუხებს," რის შედეგადაც კოსმოსური ამინდი წარმოიქმნება, ეს უკანასკნელი კი გეომაგნიტურ შტორმებს იწვევს. ჰელიოსფეროში უდიდესი სტრუქტურა არის ე.წ. ჰელიოსფერული ნაკადის ფენა. ის სპირალური ფორმისაა, რომელიც წარმოიქმნა მზის მბრუნავი მაგნიტური ველის აქტივობებით, რომელიც პლანეტათაშორის სივრცეზე მოქმედებდა.
დედამიწის მაგნიტური ველი ატმოსფეროს მზიური ქარებისგან იცავს, რომელსაც ძალუძს მისი წართმევა. ვენერას და მარსს მაგნიტური ველები არ აქვთ, რის შედეგადაც მზიური ქარები მათ ატმოსფეროს თანდათანობით კოსმოსში ფანტავს. კორონალური მასის გამოტყროცნებსა და მსგავს მოვლენებს მაგნიტური ველი და მატერიის უზარმაზარი რაოდენობა მოაქვს. ამ მაგნიტური ველისა და მატერიის ურთიერთქმედება დედამიწის მაგნიტურ ველთან იწვევს დამუხტული ნაწილაკების შეჭრას დედამიწის ზედა ატმოსფეროში, სადაც მისი ურთიერთქმედებები წარმოქმნიან ნათებებს მაგნიტური პოლუსებთან ახლოს (ჩრდილოეთის და სამხრეთის ციალი).
კოსმოსური სხივები მზის სისტემის გარეთ წარმოიქმნებიან. ჰელიოსფერო მზის სისტემას მათგან ნაწილობრივ იცავს. პლანეტარული მაგნიტური ველებიც (რომელ პლანეტებსაც აქვთ) მცირედ იცავენ. კოსმოსური სხივების სიმკვრივე ვარსკვლავთშორის სივრცეში და მზის მაგნიტური ველის სიგრძე ძალიან დიდ დროში იცვლება, აქედან გამომდინარე კოსმოსური რადიაციაციაც ცვალებადია მზის სისტემაში.
პლანეტათაშორისი სივრცე, სულ ცოტა, ორი კოსმოსური მტვრის დისკოს მსგავსი რეგიონის სახლია. პირველი არის ზოდიქური მტვრის ღრუბელი, რომელიც შიდა მზის სისტემაში მდებარეობს და იწვევს ზოდიქურ ნათებას. ის შესაძლებელია წარმოიქმნა ასტეროიდული სარტყლის შეჯახებების შედეგად, რაც პლანეტებთან ურთიერთქმედებითაა გამოწვეული. მეორე რეგიონი 10-დან 40 ა.ე.-მდე ვრცელდება და ისიც ალბათ მსგავსი შეჯახებების შედეგად წარმოიქმნა, ოღონდ ასტეროიდული სარტყლის მაგივრად კოიპერის სარტყელი იყო.

Monday, December 24, 2012

მზე

მზე მზის სისტემის ერთადერთი ვარსკვლავია. მისი უზარმაზარი მასა (დედამიწაზე 332 900-ჯერ მძიმე) ბირთვში წარმოქმნის ისეთ უზარმაზარ ტემპერატურასა და სიმკვრივეს, რომ ხელს უწყობს ბირთვული სინთეზის გაღვივებას, სინთეზისა, რომელიც უზარმაზარი ენერგიის წყაროა. მზე თავის ენერგიას, ძირითადად, ელექტრომაგნიტური სპექტრის 400-700 ნანომეტრი ტალღის სიგრძეში ასხივებს. ეს ელ.მაგნიტური სპექტრის ის დიაპაზონია, რომელსაც ჩვენი თვალი აღიქვამს - ხილული სინათლე.
ჩვენი მზე G2 ტიპის ყვითელ ჯუჯა ვარსკვლავად არის კლასიფიცირებული, მაგრამ ეს სახელი (ჯუჯა) ძალზეც დამაბნეველია, რადგან ჩვენს გალაქტიკაში არსებული ვარსკვლავების უმრავლესობასთან შედარებით, ჩვენი დედავარსკვლავი გაცილებით დიდი და კაშკაშაა. ვარსკვლავები ჰერცშპრუნგ-რასელის დიაგრამის მიხედვითაა კლასიფიცირებულია. ეს დიაგრამა ვარსკვლავებს სიკაშკაშითა და ზედაპირის ტემპერატურით ყოფს. ზოგადად, ვარსკვლავი რაც უფრო ცხელია, მით უფრო კაშკაშაა. თუმცა, მზეზე დიდი და კაშკაშა ვარსკვლავები ძალიან იშვიათია ხოლო უფრო მკრთალი და გრილი ვარსკვლავები, რომელთაც წითელი ჯუჯები ეწოდებათ, უფრო გავრცელებულია სამყაროში და გალაქტიკის ვარსკვლავების 85%-ს შეადგენენ.
მტკიცებულების მიხედვით, მზის პოციზია მთავარ მიმდევრობაზე მას ე.წ. "სიცოცხლის აყვავებად" ვარსკვლავად აქცევს. მის ბირთვში ჯერ წყალბადის საწვავი არ ამოწურულა, რითაც თერმობირთვული რეაქციები ხდება და მზე ანათებს. მზე უფრო კაშკაშა ხდება. მის ისტორიას თუ გადავავლებთ თვალს, ის დღევანდელი სიკაშკაშის მხოლო 70%-ს აღწევდა.
მზე I დასახლების (ან მეტალით მდიდარი) ვარსკვლავია. ის სამყაროს ევოლუციის შედარებით დაგვიანებულ ეტაპზე გაჩნდა. ამგვარად, ის შედარებით ბევრ მძიმე ელემენტს შეიცავს (ვიდრე ჰელიუმი და წყალბადი. ასტრონომიაში წყალბადზე და ჰელიუმზე მძიმე ელემენტებს "მეტალებს" უწოდებენ), ვიდრე უფრო ბებერი II დასახლების (მცირე მეტალიანი) ვარსკვლავები. წყალბადზე და ჰელიმზე მძიმე ელემენტები (ანუ "მეტალები") უძველესი და აფეთქებადი (ზეახალი) ვარსკვლავების ბირთვში წარმოიქმნენ, ამიტომ ვარსკვლავების პირველი თაობა ვალდებული იყო დაღუპულიყო, სანამ სამყარო ასეთი ატომებით გამდიდრდებოდა. უძველესი ვარსკვლავები ძალიან მცირე მეტალებს შეიცავენ, ხოლო ვარსკვლავები, რომლებიც უფრო მოგვიანებით დაიბადნენ - მეტს. მეცნიერებს სჯერათ, რომ სწორედ მეტალების ასეთმა დონემ ითამაშა გადამწყვეტი როლი მზის პლანეტარული სისტემის ფორმირებისთვის, რადგან პლანეტბი "მეტალების" შეხორცებისგან ფორმირდებიან.

უცხო მატერია მზის სისტემაში

http://www.youtube.com/watch?v=sVtkQLg8qL0

სტრუქტურა

მზის სისტემის მთავარი შემადგენელი ნაწილი მზეამთავარი მიმდევრობის G2 ტიპის ვარსკვლავი, რომელიც მზის სისტემის მასის 99,86%-ია. იგი გრავიტაციულად დომინირებს მთელ სისტემაში. მზის ოთხი უდიდესი პლანეტა — გაზური გიგანტები, დანარჩენი მასის 99%-ია, მარტო იუპიტერი და სატურნი კი 90%-ზე მეტი.
მზის გარშემო მოძრავი დიდ ობიექტთა უმეტესობა დედამიწის ორბიტის სიბრტყესთან ახლოს (სახელად ეკლიპტიკა) მოძრაობენ. პლანეტები ძალიან ახლოს არიან ეკლიპტიკასთან, ხოლო კომეტებს და კოიპერის სარტყლის ობიექტებს ხშირად შედარებით დიდი დახრილობა აქვთ ეკლიპტიკის მიმართ. ყველა პლანეტა და სხვა ობიექტთა უმეტესობა იმავე მიმართულებით ბრუნავს, საითაც მზე. არსებობს გამონაკლისები, მაგალითად ჰალეის კომეტა.
მზის სისტემის საერთო სტრუქტურას მზე შეადგენს - ოთხი შედარებით პატარა შიდა პლანეტებით, რომლებიც გარშემორტყმულია ასტეროიდული სარტყლით, და ოთხი გაზის გიგანტი, რომელთაც გარს კოიპერის სარტყლის გაყინული ობიექტები აკრავთ. ზოგჯერ, ასტრონომები ამ სტრუქტურას ორ რეგიონად ყოფენ. შიდა მზის სისტემა მოიცავს 4 კლდოვან პლანეტას და ასტეროიდულ სარტყელს. გარე მზის სისტემა კი ასტეროიდების გაღმა ვრცელდება, 4 გაზური გიგანტის ჩათვლით.
მზის სისტემაში პლანეტეთა უმეტესობა მეორად სისტემებს ფლობენ, რომელიც მათ გარშემო მოძრავი პლანეტარული ობიექტები არიან - ბუნებრივი თანამგზავრები ან მთვარეები (ორი მათგანი პლანეტა მერკურიზე დიდია), ან გაზური გიგანტების შემთხვევაში პლანეტარული რგოლები. ეს უკანასკნელი პაწაწინა ნაწილაკების თხელი ჯგუფია, რომლებიც შეთანხმებულად მოძრაობენ პლანეტის გარშემო. უდიდეს მთვარეთა უმეტესობა სინქრონულ ბრუნვაშია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მთვარე მუდამ ერთი მხარითაა მიბრუნებული თავის დედაპლანეტასთან (სპინ-ორბიტალური რეზონანსი 1:1... ამის გამო ვხედავთ ჩვენ მთვარის მხოლოდ "ახლო მხარეს").
კეპლერის პლანეტარული მოძრაობის კანონები ობიქტების მოძრაობას აღწერენ მზის გარშემო. ამ კანონების თანახმად, თითოეული ობიექტი ელიფსურად მოძრაობს მზის გარშემო, ერთი ცენტრის გარშემო. ობიექტები, რომლებიც მზესთან უფრო ახლოს მდებარეობენ (მათ შედარებით მცირე დიდი ნახევარღერძები აქვთ) უფრო სწრაფად მოძრაობენ, რადგან ისინი მზის გრავიტაცია მათზე უფრო დიდ გავლენას ახდენს (რადგან ახლოსაა). ელიფსურ ორბიტაზე, სხეულის დაშორება მზიდან წლის განმავლობაში იცვლება. სხეულის უახლოეს წერტილს მზემდე ეწოდება პერიჰელიუმი, ხოლო უშორესს აფელიუმი. პლანეტების ორბიტები თითქმის წრიულია, მაგრამ ბევრი კომეტა, ასტეროიდები და კოიპერის სარტყლის ობიექტები ძალზე ელიფსურ ორბიტებზე მოძრაობენ. მზის სისტემაში სხეულების პოზიციების წინასწარმეტყველება შესაძლებელია რიცხობრივი მოდელების გამოყენებით.

Wednesday, December 19, 2012

მზის სისტემა


მზის სისტემა — შედგება მზისა და მის გარშემო მოძრავი გრავიტაციულად ჩაჭერილი ასტრონომიული ობიექტებისაგან. მზის სისტემის ფორმირება 4,6 მილიარდი წლის წინ, მოლეკულარული ღრუბლის კოლაფსის შედეგად მოხდა. სისტემის მასის უმეტესობას (99,86%) მზე მოიცავს. ოთხი შედარებით პატარა შიდა პლანეტა — მერკური, ვენერა, დედამიწა და მარსი (მათ ასევე მოიხსენიებენ, როგორც კლდოვანი პლანეტები), ძირითადად, ქვისა და მეტალისგან შედგება, ხოლო ორი უდიდესი პლანეტა — იუპიტერი და სატურნი, ძირითადად, წყალბადითა და ჰელიუმით არიან გაჯერებულნი. ორ უშორეს პლანეტებზე — ურანზე და ნეპტუნზე მეთანის, წყალბადის და ამიაკის ყინულების დიდი მარაგია, რის გამოც მათ ზოგჯერ „ყინულის გიგანტებად“ მოიხსენიებენ.
მზის სისტემაში ასევე არის რეგიონები, სადაც შედარებით პატარა ობიექტები ბინადრობენ. ასტეროიდული სარტყელი, რომელიც მარსსა და იუპიტერს შორის მდებარეობს, კლდოვანი პლანეტების მსგავსია, რადგან მათი შედგენილობაში ძირითადად ქვა და მეტალი შედის, თუმცა ისინი ზომით ძალიან პატარები არიან, პლანეტებად რომ ჩაითვალონ. ნეპტუნის ორბიტის გაღმა კოიპერის სარტყელი — მიმოფანტული დისკო მდებარეობს. მასში ე.წ. ტრანს-ნეპტუნისეული ობიექტები ბინადრობენ, რომლებიც წყლის, მეთანისა და ამიაკის ყინულებით არიან გაჯერებულები. ამ დასახლებაში 5 ცალკეული ობიექტი გამოიყოფა: ცერერა, პლუტონი ჰომეა, მაკემაკე და ერისი. ისინი საკმარისად დიდები არიან იმისთვის, რომ თავიანთი გრავიტაციით მრგვალი (მთლად მრგვალი არა, მომრგვალო) ფორმა მიიღონ. სწორედ ამიტომ მათ ჯუჯა პლანეტებად მოიხსენიებენ.
მზიური ქარი — მზიდან წამოსული პლაზმა, რომელიც ვარსკვლავთშორის სივრცეში ქმნის დიდ ბუშტს, სახელად ჰელიოსფერო. ურტის ნისლეული, რომელიც მიჩნეულია, რომ გრძელ-პერიოდიანი კომეტების წყაროა, შესაძლებელია 1000-ჯერ შორს მდებარეობდეს, ვიდრე ჰელიოსფერო. ჰელიოპაუზა არის ის წერტილი, როდესაც მზიური ქარის წნევა ტოლია ვარსკვლავთშორისი ქარის (ანუ საპირისპირო) წნევისა. მზის სისტემა მოთავსებულია ირმის ნახტომის ერთ-ერთ მკლავში. ჩვენი მზის სისტემა ცენტრალური შავი ხვრელიდან 26 000 სინათლის წლითაა დაშორებული.

მზის სისტემის კომპიუტერული მოდელი. ინფოპლაკატზე ყველა პლანეტის
მასა, დაშორება და სხვა მახასიათებლებია აღბეჭდილი








წყარო:   ვიკიპედია